უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
რუსი ოკუპანტების რაკეტა შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
"რუსებმა ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს და საცხოვრებელ სახლს მოახვედრეს. ამ დროისთვის ცნობილია 6 დაშავებულის შესახებ. ისინი მაშველებმა იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - თქვა გერაშენკომ.
მისივე თქმით, რაკეტა შავი ზღვის მხრიდან, "სავარაუდოდ ყირიმის ტერიტორიიდან გაისროლეს".